პირველად საქართველოში „FLY FEST GEORGIA” იმართება, რომელიც ტრადიციულ ხასიათს მიიღებს და ამიერიდან ყოველწლიურად გაიმართება.
ავიაკომპანია “სერვისეარისა” და ტურისტული კომპანია "ვანილა სქაის" ორგანიზებით, 24 ივნისს ნატახტრის აეროდეომზე პირველი ავიაშოუ გაიმართება, რომელზე დასწრებაც მსურველს 10 ლარი დაუჯდება.
"FLY FEST GEORGIA"-ზე მისულ სტუმრებს მრავალფეროვანი და დაუვიწყარი სანახაობა ელოდება. ავიაშოუში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი და ევროპელი მფრინავები, წარმოდგენილი იქნება ასევე რეაქტიული თვითმფინავები, შესრულდება ექსტრემალური ფრენები და პარაშუტით ხტომები. შოუში ასევე მონაწილეობენ: პარაპლანერისტები, დელტაპლანერისტები, ავიამოდელისტები და სხვა.
ავიაშოუზე ბილეთების შეძენა შესაძლებელია ელექტრონულად: http://online.vanillasky.ge/other/ასევე ნატახტრის აეროდრომსა და ვანილა სქაის ოფისში - მის: ვაჟა ფშაველას გამზირი.
PS "FLY FEST GEORGIA"-ზე 12 წლამდე ბავშვებისთვის ბილეთის ფასი 5 ლარს შეადგენს.