თეოდორა კახიანი ფარიკაობაში ევროპის ჩემპიონი გახდა.
თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა სპორტსმენმა ხმლით ასპარეზობაში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.
თეოდორამ ფინალში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი იტალიელი როზელა გრეგორიო 15:8 დაამარცხა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
ევროპის ჩემპიონატი თბილისში დღეს ოფიციალურად გაიხსნა და 17 ივნისამდე გაგრძელდება.