აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით რეგიონს 10-მდე რუსი ბლოგერი სტუმრობდა. ოთხდღიანი მედიატურისას მონაწილეები აჭარის საზღვაო ტურისტულ პროდუქტებსა და მთიანი აჭარის ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს გაეცნენ. მოინახულეს მტირალას ერონული პარკი, ბათუმის ბოტანიკური ბაღი, გონიოს ციხე, კურორტი გოდერძი და მწვანე ტბა. ბლოგერებმა აჭარაში ადგილობრივი კერძები დააგემოვნეს და თავადაც მიიღეს მონაწილეობა კერძების მომზადების მასტერკლასებში.
ივნისის ბოლომდე ბლოგერები აჭარაში მოგზაურობის შთაბეჭდილებებს მკითხველებს გაუზიარებენ. სოციალურ ქსელებში მათი მიმდევრების რაოდენობა 15 000 -დან 129 000-მდე მერყეობს.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ჟურნალისტებსა და ბლოგერებს რეგიონში 16 ქვეყნიდან იწვევს. აჭარას ამ ეტაპზე უკვე სტუმრობდა 80-მდე ჟურნალისტი. კვირის ბოლომდე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი გერმანელი ჟურნალისტების პრესტურსაც გაუწევს ორგანიზებას.