იტალიელმა სპეციალისტმა ფაბიო კაპელომ კონტრაქტი ჩინურ კლუბთან გააფორმა. ნანკინის საფეფბურთო კლუბ ძიანსუ სუნინს ის წელიწადნახევარი უხელმძღვანელებს. კაპელოს წლიური ხელფასი კონტრაქტის მიხედვით 10 მილიონ ევროს შეადგენს. კლუბის შემადგენლობაში ცნობილი ბრაზილიელი ფეხბურთელები ალექს ტეიშეირა და რამირესი თამაშობენ.