მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩში ქართველი ფეხბურთელები დამარცხებას გადაურჩნენ. ვაისის შეგირდები პირველ ტაიმში 2:0 აგებდნენ. მასპინძლებმა მაკარიძის კარში პირველი გოლი მე-15 წუთზე შეაგდეს, 36-ე წუთზე კი ანგარიში 2-მდე გაზარდეს. მეორე ტაიმი ქართველთა საგრძნობი უპირატესობით დაიწყო. 65-ე წუთზე მოლდოველთა კარში შეცვლაზე შესულმა მერებაშვილმა გაიტანა, 70-ზე კი ყაზაიშვილმა ანგარიში გაათანაბრა. ქართველებს თამაშის მიწურულს გამარჯვების გოლის გატანაც შეეძლოთ, თუმცა არაბიძის დარტყმული ხარიხას მოხვდა.