რუსი ჩოგბურთელი მარია შარაპოვა უიმბლდონის ტურნირში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ამის შესახებ სპორტსმენი სოციალურ ქსელ ფეისბუკში წერს.
„რომის ტურნირზე მიღებული ტრავმის გამო სამედიცინო კვლევა ჩავიტარე, რომელმაც აჩვენა, რომ მდგომარეობა არც ისე დამაიმედებელია. ტრავმის გამო ყველა ტურნირის გამოტოვება მომიწევს,“-წერს შარაპოვა.