ლატვიელი ჩოგბურთლი ელენა ოსტაპენკო როლან გაროსის გამარჯვებული გახდა. ტურნირის ფინალში 20 წლის ლატვიელმა მსოფლიო მე-4 ჩოგანი, რუმინელი სიმონა ჰალეპი დაამარცხა. გამარჯვების შემთხვევაში ჰალეპი დიდი შლემის ტურნირს პირველად მოიგებდა და მსოფლიო პირველი ჩოგანი გახდებოდა. ოსტაპენკო, რომელმაც დიდი შლემის ტურნირებზე მონაწილეობა მერვედ მიიღო, WADA-ს რეიტინგში 47-ე ადგილს იკავებდა. ფინალში მან პირველად ითამაშა.