საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებმა კანადის გუნდს ტესტ-მატჩი მოუგო. შეხვედრა კალგარის "რაგბი პარკზე" ქართველების გამარჯვებით, 13:0 დასრულდა. მატჩის გმირი მერაბ კვირიკაშვილი გახდა, რომელმაც 2 ჯარიმა გაიტანა, ერთი ლელო დადო და გარდასახვაც ზუსტად შეასრულა.
ქართველები 18 ივნისს ატლანტაში აშშ-ს ნაკრებს დაუპირისპირდებიან , 24 ივნისს კი არგენტინელებს შეხვდებიან.