"მანჩესტერ იუნაიტედი" ზლატან იბრაჰიმოვიჩთან კონტრაქტს აღარ გააგრძელებს. ინფორმაცია ინგლისის პრემიერ-ლიგის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
ჯერ კიდევ აპრილში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 35 წლის შვედ თავდამსხმელს კარიერის გაგრძელებაა აშშ-ში სურს.
იბრაჰიმოვიჩი "მანჩესტერ იუნაიტედში" ფრანგული პსჟ-დან 2016 წელს გადავიდა. სეზონში მან 28 გოლი გაიტანა.