მანჩესტერ იუნაიტედი მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ კლუბად დაასახელეს. ფორბსის რეიტინგით, ბრიტანული კლუბის ღირებულება დღეისათვის 3,689 მილიარდ დოლარს შეადგენს. ამ მაჩვენებლით იუნაიტედი მადრიდის რეალსაც უსწრებს, რომელიც 3,635 მილიარდად არის შეფასებული. ძვირადღირებული კლუბების ხუთეულში ბავარია, მანჩესტერ სიტი და ჩელსიც მოხვდნენ.