ჯანო ანანიძის "სპარტაკს" მასიმო კარერა კიდევ 2 წელი გაწვრთნის. იტალიელ სპეციალის კონტრაქტი მოსკოვურმა კლუბმა 2019 წლის 31 მაისამდე გაუგრძელა. კარერა მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2016 წლის აგვისტოში დაინიშნა. 53 წლის სპეციალისტის თავკაცობით "სპარტაკმა" რუსეთის უმაღლესი ლიგა მოიგო.