არაბული ქვეყნების მიერ კატარის იზოლაცია 2022 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის ჩატარებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა გარდიანი წერს. გავრცელებული ინფორმაციით, კატარმა მსოფლიო ჩემპიონატისთვის 9 სტადიონის და სასტუმროების აშენება უნდა მოასწროს, რასაც იზოლაციის პირობებში ვერ შეძლებს. გარდა ამისა, კატართან ავიამიმოსვლა უკვე რამდენიმე ქვეყანას აქვს შეწყვეტილი. სანქციების პირობებში ქვეყანას სასურსათო დეფიციტიც ელის. გუშინ კატარი 8 არაბულმა ქვეყანამ ტერორიზმის მხარდაჭერაში დაადანაშაულა და დოჰასთან დიპლომატიური კავშირი შეწყვიტა.