საქართველოს „ბ“ ნაკრები“ 12 ივნისს შეიკრიბება. შარშანდელის მსგავსად, მასში ის კალათბურთელები შევლენ, რომლებსაც რიგიანი სეზონი ჰქონდათ და პერსპექტივა გააჩნიათ.
„ბ“ ნაკრებს კვლავ დავით უსტიაშვილი გაწვრთნის, რომელსაც ახალი ასისტენტი ჰყავს რამაზ გოგობერიშვილის სახით. ნაკრები შეკრებას თბილისში - 12 ივნისს დაიწყებს და 26-ში ჩინეთში, საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრება. ჩვენი გუნდი ჩინეთში 20 დღეს დაჰყოფს და საქართველოში 15 ივლისს დაბრუნდება.
„ბ“ ნაკრების რამდენიმე წევრი ეროვნული გუნდის კანდიდატად მოაზრება და მათი ძირითად ნაკრებთან შეერთების საკითხი ჩინური შეკრების დასრულების შემდეგ გადაწყდება.