კრიშტიანო რონალდუ უკვე მეხუთე სეზონია, ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირის ტიტულს არავის უთმობს.
პორტუგალიელმა ამ მაჩვენებლით არგენტინელ ლიონელ მესისაც გაუსწრო. 32 წლის ფორვარდმა ჩემპიონთა ლიგაზე წელს 12 ბურთი გაიტანა.
ორი გოლი მან გუშინ ფინალურ მატჩში იუვენტუსის კარში შეაგდო.