ნიკოლოზ ბასილაშვილმა რაფაელ ნადალთან დამარცხების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა
"მოგესალმებით. პირველ რიგში, მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ გულშემატკივრობისა და გვერდში დგომისთვის. ასევე მსურს კიდევ ერთხელ მივულოცო რაფას დღევანდელი გამარჯვება და მომავალ თამაშებში წარმატებები ვუსურვო. ის ნამდვილად იმსახურებს როლან გაროსის მე-10 ტიტულს. დღეს რთული შეხვედრა მქონდა. ჩემი მოლოდინი რა თქმა უნდა დიდი იყო, მაგრამ ამ მომენტში მხოლოდ ამის მიღწევა შემეძლო. რაფას თამაშის სტილმა არ მომცა შანსი, მეთამაშა ჩემი თამაში. ამ შეხვედრამ კარგად დამანახა, რაზე მაქვს გაცილებით მეტი სამუშაო, რომ განვვითარდე. მე აუცილებლად მჭირდება ასეთი მატჩები ასეთ ტურნირებზე. ეს ანგარიში არ არის ჩემთვის მისაღები, მაგრამ სამომავლოდ დიდ მოტივაციას მაძლევს. ასეთი შანსები, როგორიც რაფასთან როლან გაროსის ცენტრალურ კორტზე თამაშია, არ მოდის ადვილად, მაგრამ მე ეს გამოვიმუშავე და ეს მაჩვენებს, რომ სწორი განვითარებით მივდივარ. ასეთი დიდი წაგებით მხოლოდ კარგი გამოცდილება შემიძლია მივიღო", - აცხადებს ბასილაშვილი.
როლან გაროსის 1/16 ფინალში 25 წლის ქართველი ჩოგბურთელი ესპანელ ვარსკლავთან 0:6, 1:6, 0:6 დამარცხდა.