არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიური ბარსელონას ფორვარდი ლიონელ მესი ჩინეთში თავისი სახელობის პარკის გახსნაზე ფიქრობს. ამის შესახებ გამოცემა Independent წერს. ლეგენდარული ფეხბურთელის სახელობის პარკი სავარაუდოდ 2019 წელს გაიხსნება და მასში 20-მდე ატრაქციონი იმუშავებს. ყველაზე პოპულარული აქსესუარი კი პარკში ვირტუალური სათვალეები იქნება, რომლის მეშვეობითაც მსურველები მესის კარიერის მნიშვნელოვან მომენტებს გაეცნობიან.