2017 წლის, ზაფხულის ტურისტულ სეზონზე ბათუმის მიმართულებით ფრენებს 8 ახალი ავიაკომპანია გეგმავს. "ტავ ჯორჯიას" ინფორმაციით, ბათუმის აეროპორტს ახალი ფრენები, კიევის, მოსკოვის, ჩერეპოვეცის, სანკტპეტერბურგის, დუბაის, ბეირუთისა და თეირანის მიმართულებით ემატება.
ვარშავის მიმართულებით პირველი რეისი Small Planet Airlines-მა 26 მაისს შეასრულა.
ფრენების განრიგი:
- Nordstar Airlines - მოსკოვი-ბათუმი-მოსკოვი 2 ივნისიდან (ორშაბათი, ოთხშაბათი პარასკევი)
- Severstal - ჩერეპოვეცი- ბათუმი - ჩერეპოვეცი 3 ივნისიდან (შაბათი)
- Nordavia - ს.პეტერბურგი- ბათუმი - ს.პეტერბურგი 7 ივნისიდან (შაბათი)
- Anda Air - კიევი-ბათუმი- კიევი 14 ივნისიდან (ოთხშაბათი, შაბათი)
- Aseman Airlines - თეირანი-ბათუმი-თეირანი; 21 ივნისიდან (ოთხშაბათი)
- Fly Dubai - დუბაი-ბათუმი-ბათუმი; 22 ივნისიდან (სამშაბათი, ოთხშაბათი, შაბათი)
- Wings of Lebanon - ბეირუთი- ბათუმი- ბეირუთი; 25 ივნისიდან (ოთხშაბათი,კვირა)
"გარდა ახალი ავიაკომპანიებისა და მიმართულებებისა ფრენები ისევ განხორციელდება ისრაელიდან, ბელარუსიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან, ყაზახეთიდან, თურქეთიდან, ირანიდან, არაბეთის გაერთიანებული საიმიროებიდან. ზაფხულში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან 20-მდე სხვადსახვა მიმართულებით ფრენებს 23 ავიაკომპანია შეასრულებს", აცხადებენ "ტავ ჯორჯიაში".
ასევე აღსანიშნავია, რომ ზაფხულის სეზონზე ფრენების სიხშირე გაზარდა ELAL, Ural Airlines და S7 ავიახაზებმა.