ყველაზე მაღალანაზღაურებადი ამერიკელი კალათბურთელი ლებრონ ჯეიმსი აცხადებს, რომ შეერთებულ შტატებში ფერადკანიანისთვის ცხოვრება რთულია.
„მნიშვნელობა არ აქვს რამდენი ფული გაქვს ან რამდენად პოპულარული ხარ. ფერადკანიანისთვის ცხოვრება აქ რთულია. რასიზმი ყოველთვის იარსებბს მსოფლიოში და იქნება ამერიკის ნაწილიც. საზოგადოებას კიდევ ბევრი შრომა მოუწევს იმისათვის, რომ აფროამერიკელებმა თავი თანასწორად იგრძნონ“- აღნიშნა ლებრონ ჯეიმსმა.
სუპერვარსკვლავმა განცხადება მას შემდეგ გააკეთა, როცა ლოს ანჯელესის სახლის ჭიშკარზე რასისტული შინაარსის წარწერა დაუტოვეს.