მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი ბორჯღალოსნებმა წარუმატებლად დაიწყეს. საქართველოს ნაკრები არგენტინასთან 26:37 დამარცხდა. ქართველებმა არგენტინელებს 2 ლელო დაუდეს. განსაკუთრებით დრამატული მეორე ტაიმი აღმოჩნდა. შეხვედრის მიწურულს ბორჯღალოსნებმა მეტოქე გუნდს შეუტიეს, თუმცა ანგარიშში სხვაობის შემცირება ვერ შეძლეს. მორიგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 4 ივნისს სამხრეთ აფრიკასთან გამართავს.