ლონდონის არსენალის მთავარი მწვრთნელი პოსტს შეინარჩუნებს. კლუბის გულშემატკივართა პროტესტის მიუხედავად, არსენ ვენგერი "მეთოფეებს" კიდევ 2 წელი გაწვრთნის. სეზონზე ნაჩვენები კატასტროფული შედეგების მიუხედავად, არსენალის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა ვენგერისთვის კიდევ ერთი შანსი მიეცა. წელს მეთოფეებმა პრემიერ-ლიგა და ჩემპიონთა ლიგაც ჩააგდეს. ბავარიასთან არსენალი საერთო ანგარიშით 2:10 დამარცხდა.