პორტუგალიის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის რეალის თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდო ტყუპებს ელოდება. ამის შესახებ გამოცემა Chi Magazine იტყობინება. სუპერფორვარდი მეგობარ გოგონა ჯორჯინა როდრიგესთან ერთად პაპარაცებმა კორსიკაში გადაიღეს. ჯორჯინას ფოტოებზე ფეხმძიმობა უკვე საგრძნობლად ეტყობა. ჟურნალისტებმა უკვე გადაწყვიტეს, რომ ის ტყუპებს ელოდება, რაც წყვილს ოფიციალურად ჯერ არ დაუდასტურებია.