ადამიანის უფლებათა სახლის ინფორმაციით, საქართველოში აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი დაიკარგა. მათივე ინფორმაციით, აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი, ბოლოს 29 მაისს, დაახლოებით 19:00 საათზე თბილისში ნახეს. ის დაემშვიდობა თავის მეგობარს, ვისაც ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე კაფეში შეხვდა, დაურეკა მეუღლეს და უთხრა რომ მალე მივიდოდა სახლში. თუმცა, ამის შემდეგ ის აღარავის უნახავს და ამ დრომდე მობილური გამორთული აქვს.
როგორც მისი მეუღლე, ლეილა მუსტაფაიევა და მისი მეგობარი დაშგინ აღალარლი იუწყებიან, ბოლო პერიოდში, აფგან მუხთარლის უცნობი პირები, სავარაუდოდ აზერბაიჯანელები, უთვალთვალებდნენ.
აფგან მუხთარლი აზერბაიჯანიდან დევნილი საგამოძიებო ჟურნალისტი და აქტივისტია, რომელიც ღიად გამოხატავდა აზერბაიჯანელი მთავრობის წინააღმდეგ მოსაზრებებს. 2015 წლის ინავრიდან ის საქართველოში ცხოვრობს, მის მეუღლესა და ქალიშვილთან ერთად, აფგანი თავისუფალ ჟურნალისტად მუშაობს.
აღნიშნულ საკითხზე თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი, დღეს 16:00 საათზე პრესკონფერენციას გამართავს.