მადრიდის რეალის ფორვარდი კრიშტიანო რონალდო ჯერჯერობით პატიმრობას გადაურჩა. პორტუგალიელმა ჯარიმის სახით 6 მილიონი ევრო გადაიხადა. ესპანეთის საგადასახადო სამსახური მას 15 მილიონი ევროს გადასახადის დამალვაში სდებდა ბრალს. აღიძრება თუ არა მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე, გამომძიებლები ივნისის ბოლომდე მიიღებენ გადაწყვეტილებას. თუ საქმე აღიძრება და რონალდუს დამნაშავედ ცნობენ, მას 15-თვიანი პატიმრობა ელის.