საფრანგეთში დიდი შლემის ტურნირის, რონალ გაროსის მეორე სეზონი დღეს იწყება. ჩემპიონატის საპრიზო ფონდი გასულ წელთან შედარებით 12 პროცენტით არის გაზრდილი და 36 მილიონ ევროს შეადგენს. ტურნირი 11 ივნისს დასრულდება. ძირითად ფავორიტად კაცთა შორის ესპანელი ჩოგბურთელი რაფაელ ნადალი მოიაზრება, რომელსაც „მუშკეტერების თასი“ 9-ჯერ აქვს მოგებული.