2017 წლის 20 წლამდელ ასაკის მორაგბეთა მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე ცხრა ნაკრები უკვე საქართველოშია.
ავსტრალიის, ახალი ზელანდიის, უელსი, ინგლისის, სამხერთ აფრიკის, იტალიის , შოტლანიის, სამოას, ირლანიდის ნაკრები გუნდები ჩემპიონატამდე რამდენიმე დღით ადრე ჩამოვიდნენ და მზადების ბოლო დღეებს საქართველოში გაივლიან. გუნდები თბილისსა და ქუთაისში გადანაწილდნენ.
არსებული ინფორმაციით, დღეს 22:45 წუთზე საფრანგეთის ნაკრები ჩამოვა, ხოლო 28 მაისს გამთენიისას 03:30 წუთზე საქართველოს არგენტინის ნაკრები ეწვევა.
საქართველოში თითოეული გუნდის ასობით გულშემატკივარიც ჩამოვა. მსოფლიო რაგბის 20 წლამდელთა ჩემპიონატი 31 მაისიდან 18 ივლისამდე თბილისსა და ქუთაისში ჩატარდება.
ჩემპიონობისთვის მსოფლიოს 12 საუკეთესო ახალგაზრდული გუნდი იბრძოლებს.