საფეხბურთო კლუბ ტოტენჰემის ყოფილ მცველს, ბენუა ასუ-ეკოტოს პორნოვარსკვლავობა სურს. ამის შესახებ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ჰარი რედნაპმა განაცხადა.
„რატომ არ გადავიდა ასუ-ეკოტო ბირნინგემში? ერთადერთი მიზეზი ისაა, რომ მან პორნოვარსკვლავობა მოისურვა. შეიძლება მისი დარწმუნება შევძლო, რომ ფეხბურთში დარჩეს კიდევ ერთი წლით მაინც, სანამ პორნოინდუსტრიაში დასაქმდება. ბენუა კარგი ფეხბურთელია,“-აღნიშნა 70 წლის სპეციალისტმა.