ესპანეთის უმაღლესმა სასამართლომ ლიონელ მესის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო. მოსამართლემ "ბარსელონას" ფორვარდისთვის გამოტანილი 21-თვიანი პატიმრობის განაჩენი ძალაში დატოვა. ფეხბურთელის მამას, ხორხე ორასიო მესის კი პატიმრობის ვადა 21-დან 15 თვემდე შეუმცირდა. სასამართლომ მესის 2.1 მილიონი ევროს ოდენობით ჯარიმის გადახდაც დააკისრა. ლიონელ მესის ბრალი ფინანსურ თაღლითობასა და გადასახადების დამალვასი ედებოდა.