საფეხბურთო კლუბ ბარსელონას ყოფილი პრეზიდენტი სანდრო როსელი პოლიციამ დააპატიმრა. მას ბრალად ფულის უკანონო გათეთრება ედება. მასთან ერთად სამართალდამცველებმა თაღლითური სქემის მონაწილე კიდევ რამდენიმე პირი, მათ შორის, ექსპრეზიდენტის ცოლი მარტა პინედაც დააკავეს. როსელი ბარსელონას პრეზიდენტის პოსტს 2010-2014 წლებში იკავებდა.