ამერიკელმა მილიარდერმა სტენ კრონკემ, რომელიც ლონდონის საფეხბურთო კლუბ არსენალის აქციების 67 პროცენტის მფლობელია, თავისი წილის გაყიდვაზე უარი თქვა. ამის შესახებ გამოცემა მირორი იტყობინება. კრონკეს კუთვნილი აქციების შეძენა რუს მილიარდერ ალიშერ უსმანოვს სურდა. 67 პროცენტიან პაკეტში ის კრონკეს 1,3 მილიარდ დოლარს სთავაზობდა.