ლონდონის საფეხბურთო კლუბ „არსენალის“ შეძენა რუს მილიარდერს, ალიშერ უსმანოვს სურს. ამერიკელ მაგნატს, სტენ კრონკას ის აქციების 67 პროცენტში 1,3 მილიარდ დოლარს სთავაზობს. ამჟამად უსმანოვი „არსენალის“ აქციების 30 პროცენტის მფლობელია. იმ შემთხვევაში, თუ გარიგება შედგება, მის მფლობელობაში აქციების 97 პროცენტი იქნება.