სამბისტი ნინო ოძელაშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა, - ამის შესახებ საქართველოს სამბოს ეროვნული ფედერაციის მიერ გავრცელებულ ინფრომაციაშია ნათქვამი.
ბელორუსის დედაქალაქ მინკსის სპორტის სასახლეში მიმდინარე სამბისტთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს გუნდმა სამი მედალი მოიპოვა. ფედერაციის ინფორმაციით, 52 კგ წონით კატეგორიაში ლევან ბერბერაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, 90 კგ წონით კატეგორიაში პაატა ღვინიაშვილი ვერცხლს დარუფლა, ნინო ოძელაშვილმა კი ზედიზედ მეორედ მოიპოვა ევროპის ჩემპიონატის ოქრო.
ნინო ოძელაშვილმა გადამწყვეტ შეხვედრაში რუს ირინა ალექსეევას სძლია, შემდეგ კი, ტრადიციულად, წარმატება ქართული ცეკვით აღნიშნა. ნინო ოძელაშვილი პირველი ქართველი ქალია ყველა საჭიდაო სახეობაში, ვინც უფროსებში ევროპის ჩემპიონი გახდა.
მინსკში ევროპის ჩემპიონატის პირველი დღე დასრულდა. საქართველოს სამბისტები სამივე სინჯის მედალს ფლობენ.