2017 წლის იანვარ-აპრილში, სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა, 139 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 18 პროცენტი შეადგინა. ფეროშენადნობების ექსპორტი 111 მლნ. აშშ დოლარს და შესაბამისად, მთლიანი ექსპორტის 14 პროცენტს უდრიდა. მესამე ადგილზე მსუბუქი ავტომობილების ჯგუფი იმყოფებოდა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 47 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 6 პროცენტი შეადგინა.