პაბლო პიკასოს ნახატი "ანხელ ფერნანდეს დე სოტოს პორტრეტი" "კრისტისა" და "სოთბის" ერთობლივ აუქციონზე რეკორდულ ფასად, 34,8 მლნ ფუნტ სტერლინგად გაიყიდა.
ვაჭრობის საერთო მოცულობამ 152,6 მლნ ფუნტი შეადგინა. მსგავსი მოცულობის შემოსავალი დიდ ბრიტანეთში გამართულ ხელოვნების ნამუშევრების არცერთ აუქციონს ამ დრომდე არ მიუღია. ამავე დროს, ლოტების მეოთხედი ახალი მფლობელის გარეშე დარჩა. დიდი მოცულობის შემოსავლი კი პროგნოზირებულზე ნაკლები აღმოჩნდა.
აუქციონის ორგანიზატორებს ყველაზე დიდი იმედგაცრუება კლოდ მონეს ფერწერულმა ტილომ "დუმფარებმა" მოუტანა. ექსპერტები იმედოვნებდნენ, რომ ნახატის გაყიდვიდან 40 მლნ ფუნტ სტრელინგს მიიღებდნენ, მაგრამ ნახატის ყიდვის მსურველი არ გამოჩენილა.
გასულ წელს ანალოგიურ აუქციონზე 44 ლოტი 37,1 მლნ ფუნტ სტრელინგად გაიყიდა.