„რომას“ თავდამსხმელმა ფრანჩესკო ტოტიმ შესაძლოა კარიერა ამერიკაში გააგრძელოს. გამოცემა La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ფორვარდის შეძენით „მაიამი“ არის დაინტერესებული.იტალიურ კლუბთან კონტრაქტი 40 წლის ფეხბურთელს სეზონის ბოლოს ეწურება. მიმდინარე სეზონში მან 16 შეხვედრა ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.