მადრიდის რეალის ფორვარდი მწვრთნელს გაუნაწყენდა. სევილიასთან შეხვედრაში ზიდანმა თავდამსხმელი შეცვალა. მოედნიდან გამოსულ ფეხბურთელს მწვრთნელმა ხელი გაუწოდა, თუმცა მორატამ მას ხელი არ ჩამოართვა. მიმდინარე სეზონში ზიდანმა მორატა მოედანზე 14-ჯერ გამოიყვანა. 14 შეხვედრაში ფორვარდმა 15 გოლი გაიტანა.