საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, დონეცკის რეგიონის სოფელ ნოვოლუგანსკოესთან საბრძოლო დავალებისას დაღუპული თადარიგის ოფიცრის, დავით სიხარულიძის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულის ოჯახს უსამძიმრებს.
უწყების ინფორმაციით, 1972 წელს დაბადებული დავით სიხარულიძე, 2010-2014 წლებში კრწანისის სასწავლო ცენტრში, განათლების სარდლობაში მსახურობდა. 2014 წელს მან შეიარაღებული ძალები საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვა და უკრაინაში გაემგზავრა.