ხვალ, 4 ოქტომბერს, 16:00 საათზე, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში პროექტის "მომავალი ძალადობის გარეშე" პრეზენტაცია გაიმართება.
აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო სამშვიდობო დიალოგის ფარგლებში აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისა და ექსპერტების შეხვედრებს აგრძელებს და ქალთა ასოციაციას "თანხმობასთან" ერთად პროექტის "მომავალი ძალადობის გარეშე" პრეზენტაციას გამართავს.
დევნილი ახალგაზრდები ქართული და აფხაზური ფოლკლორის ნიმუშებს, ასევე ქართველი და აფხაზი ხალხის ისტორიულ-კულტურული თანაცხოვრების ამსახველ ფოტოვიდეომასალას წარმოადგენენ.
შეხვედრაზე აფხაზეთიდან დევნილი ხელოვანები და მოწვეული სტუმრები აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, მწერალი გურამ ოდიშარია, ისტორიკოსები ზურაბ პაპასქირი და გიორგი ანჩაბაძე, ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე კონფლიქტის სამშვიდობო გზების დასახვაზე ისაუბრებენ.
ღონისძიებას ომში შვილდაღუპული ქართველი და აფხაზი დედები და არასამთავრობო ორგანიზაციის "აიცინხარა" წარმომადგენლებიც დაესწრებიან.