ჩემპიონთა ლიგის პირველი ფინალისტის ვინაობა ცნობილია. ტურინის "იუვენტუსმა" "მონაკო" განმეორებით მატჩშიც დაამარცხა.
ანგარიში 33-ე წუთზე მარიო მანძუკიჩმა გახსნა. 45-ე წუთზე დანი ალვეშმა უპირატესობა ორამდე გაზარდა. 69-ე წუთზე კი მონაკოელებმა ერთი ბურთის გაქვითვა შეძლეს. ბუფონის კარი კილიან მბაპემ აიღო.
თუ ვინ იქნება ფინალში "იუვენტუსის" მეტოქე, დღეს გაირკვევა. მეორე ნახევარფინალის განმეორებით შეხვედრას "ატლეტიკო" და "რეალი" გამართავენ. სამეფო კლუბმა პირველი მატჩი 3:0 მოიგო.