ლეგენდარული ჩოგბურთელი ანდრე აგასი შესაძლოა მსოფლიო მეორე ჩოგანის, ნოვაკ ჯოკოვიჩის მწვრთნელი გახდეს. ამის შესახებ გამოცემა „დეილი ტელეგრაფი“ იტყობინება. როგორც სერბი ჩოგბურთელის აგენტი ედუარდ არტალდი აცხადებს, შეთანხმება ჯერ მიღწეული არ არის. ყოფილ მწვრთნელ მარიან ვაიდთან კონტრაქტი ჯოკოვიჩმა უკვე გაწყვიტა.