ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო მარადონა სამწვრთნელო კარიერას გააგრძელებს. ის არაბეთის გაერთიანებული ემირატების მეორე დივიზიონში მოასპარეზე კლუბს, „ალ-ფუჯაირას“ გაწვრთნის. კონტრაქტის პირობები ჯერჯერობით უცნობია. ემირატებში მუშაობის გამოცდილება მარადონას უკვე აქვს. 5 წლის წინ ის „ელ-ვასლის“ მწვრთნელად მუშაობდა.