რუსეთის პრემიერ-ლიგის დასრულებამდე 3 ტურით ადრე ჩემპიონის ვინაობა უკვე გაირკვა. სანკტ-პეტერბურგის ზენიტმა გროზნოს ტერეკთან მინიმალური ანგარიშით წააგო და გაჩემპიონების შანსი საბოლოოდ დაკარგა. სატურნირო ცხრილში ზენიტი მე-3 ადგილს იკავებს, მეორე პოზიციაზე ცსკა-ა, მოსკოვის სპარტაკმა კი 63 ქულით ჩემპიონობა პრაქტიკულად უკვე გაინაღდა. სპარტაკს პრემიერ-ლიგა 16 წელია, აღარ მოუგია.