ჩეხი ავტომბრბოლელი ტომაშ კასპერჟიკი დაღუპვას სასწაულებრივად გადაურჩა. კანარის კუნძულებზე გამართულ რალიზე ის ერთ-ერთ მოსახვევში სავალი ნაწილიდან გადავიდა. მანქანამ ჯებირი გაანგრია და ხევში გადაჩეხვამდე რამდენიმე სანტიმეტრი დააკლდა. სპორტსმენს სხეულის სერიოზული დაზიანებები არ მიუღია.