არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტანს, ლიონელ მესის ფიფას საააპელაციო კომიტეტმა დისკვალიფიკაცია მოუხსნა. ჩილესთან მატჩში გვერდითი არბიტრის სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო ფეხბურთლი 4-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს, თუმცა მას მხოლოდ ბოლივიასთან მატჩის გამოტოვება მოუხდა. ფიფას მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საქმის დეტალურად განხილვის შედეგად დადგინდა, რომ მესის ასე მკაცრად დასჯის მიზეზი არ არსებობდა.