ბასტიან შვაინშტაიგერმა საკუთარი შესაძლებლობები ახალ ამპლუაში მოსინჯა. ცნობილმა გერმანელმა ფეხბურთელმა თავის ახალ კლუბში გამართულ ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა. „ჩიკაგო ფაიას“ მიერ მოწყობილ ჩვენებაზე, სახელწოდებით, „ფეხბურთი და სტილი“ შვაინშტაიგერმა თანაგუნდელებთან ერთად პოდიუმზე გაიარა. ფეხბურთელებს მაღაზია „ბანანის რესპუბლიკის“ კოსტიუმები ეცვათ. ჩვენებიდან მიღებულ თანხას კლუბი ქველმოქმედებაზე დახარჯავს.