საქართველოს ბანკი "უჯრედული ტექნოლოგიებისა და თერაპიის ცენტრის" მშენელობას დააფინანსებს. როგორც საქართველოს ბანკის მენეჯმენტმა განაცხადა, ბანკი 1,2 მილიონი ლარით "უჯდრედული ტექნოლოგიებისა და თერაპიის ცენტრის" კლინიკის მშენებლობას და სრულ გარემონტებას დააფინანსებს.
როგორც საქართველოს ბანკის გენერლური დირექტორის მოადგილემ არჩილ გაჩეჩილაძემ განაცხადა, ასეთი ცენტრის მშენებლობა საქართველოში უნიკალურია, რადგან მისი მსგავსი მთელს ამიერკავკასიაში არ არსებობს.
"ცენტრი დღესაც ფუნქციონირებს, თუმცა ის ონკოლოგიური საავადმყოფოს შენობაშია განთავსებული, სადაც ფართი აქვთ ნაქირავები. ცენტრმა შენობა უკვე იყიდა და ახლა მისი მშენებლობა და გარემონტებაა საჭირო. საქართველოს ბანკი თავის საკრედიტო პორტფელს ზრდის და წლის დასაწყისიდან დღემდე საკრედიტო პორტფელი თითქმის 17 პროცენტითაა გაზრდილი. ორ თვეში ბანკმა 300 მილიონი ლარის სესხი უკვე გასცა", - განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ.
"უჯრედული ტექნოლოგიებისა და თერაპიის ცენტრის" ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ისეთი სერიოზული დაავადებების მკურნალობა, როგორიცაა ონკოლოგიური პათოლოგიები. ნეიროდეგენერაციული, ღვიძლისა და გულის დაავადებები.
კლინიკის მშენებლობის მნიშვნელობას აორმაგებს ის ფაქტიც, რომ ცენტრში ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედების ბანკი ფუნქციონირებს, რომელიც მთელს ამიერავსასიაში ერთადერთია.
"უჯრედული ტექნოლოგიების და თერაპიის ცენტრი" ლისის ტბის მიმდებარე ტერიტრიაზე აშენდება. კლინიკა 5 სართულზე განთავსდება, სადაც ერთი სართული დაკავებული ექნება ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედების ბანკს, ხოლო დანარჩენ სართულებზე 40-საწოლიანი სტაციონალი და დიაგნოსტიკური განყოფილებები განთავსდება.
"ღეროვანი უჯრედების ცენტრი 2000 წელს დაფუძნდა და ეს არის ერთადერთი უნიკალური საშუალება ადამიანისათვის დეფექტის აღმოფხვრისა მის ორგანოში. უჯრედული მედიცინა არის XXI საუკუნის მედიცინა და ამ უჯრედების საშუალებით ადამიანს საშუალება ეძლევა 120 წლამდე იცოცხლოს. სისხლის ბანკში მშობიარობისას სისხლის აღება საწყის ეტაპზე 780 ევრო ჯდება, რომლის გადახდაც მშობელს ეტაპობრივად შეუძლია. ხოლო ყოველწლიურად სისხლის შენახვის საფასური 100 ევროს შეადგენს", _ განაცხადა უჯრედული ტექნოლოგიების და თერაპიის ცენტრის ხელმძღვანელმა გიორგი ლოლაძემ.
აღსანიშნავია, რომ უჯრედული ტექნოლოგიების და თერაპიის ცენტრის მშენებლობა მიმდინარე წლის ნოლომდე დასრულდება.