უამინდობის გამო გზებზე კვლავ შეზღუდვებია დაწესებული.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საგზაო დეპარტამენტიდან აცნობეს, დიდთოვლობის გამო, ამ დროისთვის მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა აკრძალულია მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. რაც შეეხება მაღალი გამავლობის ავტოტრახსპორტს, მათთვის მოძრაობა თავისუფალია.
ყველა ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხი-აზრბაიჯანის საზღვარის საავტომობილო გზის 131-132 კმ-ებზე.
გარდა ამისა, დიდთოვლობის გამო, მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობაა დასაშვები ჟინვალი-ბარისახო-შატილის ს/გზის 66-106 კმ-ებზე, დანარჩენი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
დიდთოვლობის გამო, შეზღუდებია დაწესებული ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის ლეჩური-ომალოს მონაკვეთზეც (9-72 კმ-ები), სადაც ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. მოძრაობა ამ დროითვის მხოლოდ ფშაველი-ლეჩურის მონაკვეთზეა (1-9 კმ-ები) თავისუფალი.