დღეს, 23 ივნისს, 17:00 საათზე, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში "ვეფხისტყაოსნის" ახალი, 105-ე გამოცემის პრეზენტაცია გაიმართება.
ახალი წიგნი გამომცემლობა "ბაკმისა" და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ერთობლივი პროექტის შედეგად გამოიცა დაიგი XVIII საუკუნის ხელნაწერის მინიატურებითაა გაფორმებული. წერეთლისეული ნუსხის მორთულობა აღმოსავლური ხელოვნების ზეგავლენას განიცდის, მაგრამ მაინც ინარჩუნებს თვითმყოფადობას. იგი ორი უცნობი ქართველი ოსტატის მიერაა შესრულებული.
"ვეფხისტყაოსნის" ყველაზე მდიდრულად შემკულ და უხვად ილუსტრირებულ ნიმუშს ქართველი მკითხველი პირველად იხილავს.
ახალი წიგნი ექსპერტებმა "ვეფხისტყაოსნის" გამოცემებს შორის საუკეთესოდ აღიარეს.