დღეს, 23 ივნისს, 15:00 საათზე, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი "აფხაზეთი", შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების ფოტოგამოფენას გამართავს.
ასევე დაგეგმილია აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილი ბავშვების ნახატების გამოფენა-გაყიდვა.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 60-ზე მეტი ფოტო, რომელზეც აღბეჭდილია ბავშვთა უფლებების დაცვის კვირეულთან დაკავშირებით, 35-მდე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების სტუმრობა ბოდბის დედათა მონასტერში, წმინდა ნინოს საფლავზე.
პროექტის მიზანია ინკლუზიური განათლების ხელშეწყობა, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვების სულიერი ფსიქორეაბილიტაცია, მათი შესაძლებლობების გამოვლენა და საზოგადოებაში ინტეგრაცია.