ხვალ, 4 ნოემბერს, "შერატონ მეტეხი პალასში" საქართველოში მედიის გაძლიერებისკენ მიმართულ ახალ პროექტთან დაკავშირებით კონფერენცია გაიმართება.
კონფერენციაზე საქართველოში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის "საქართველოში მედიის, როგორც მაკონტროლებელი ინსტიტუტის როლის გაძლიერება" პრეზენტაცია მოხდება.
კონფერენცია მიზნად ისახავს გააცნოს საქართველოს ხელისუფლებას, სამოქალაქო საზოგადოება, ჟურნალისტებს, საგანამანთლებლო დაწესებულებებსა და ფართო საზოგადოებრიობას პროექტის ძირითადი მიმართულებები, რომლებმაც ხელი უნდა შეუწყონ საქართველოში მედიის დამოუკიდებელობას, რეგიონული მაუწყებლობის განვითარებას, საგამოძიებო ჟურნალისტიკის გაძლიერებასა და ჟურნალისტების უფლებების დაცვას. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია რეგულარული შეხვედრები ყველა დაინტერესებული პირის მონაწილეობით. შეხვედრებზე განიხილება მედიის აქტუალური საკითხები და პროექტის შუალედური შედეგები.
კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები, რომელთაგაანც ერთ-ერთი მთავარია ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის ჩამოყალიბება და მისი დანიშნულება, აგრეთვე საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის ინსტიტუციონალური განვითარების ინიციატივები.
პროექტი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.