თბილისში, ერთ-ერთ კაფეში მომხდარი ჩხუბის შედეგად დედოფლისწყაროში მცხოვრებმა ლევან გოგილაშვილმა, რომელიც შს სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმში მუშაობდა, სასიკვდილო ჭრილობა მიიღო და ადგილზე გარდაიცვალა. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" კახეთის საინფორმაციო ცენტრიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, გარდაცვლილი დედოფლისწყაროში უკვე გადაასვენეს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიებას შს სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველო აწარმოებს. ამ საკითხზე შს სამინისტროში კომენტარს არ აკეთებენ.